Thursday, April 25, 2013


პროექტის  სახელწოდება:,,ჩვენი  სოფელი“
პროექტის მთავარი იდეა:მშობლიური  სოფლის  ისტორიის  გაცნობა
პროექტის აქტუალობა:ბავშვებს  უნდა  გააჩნდეთ  ელემენტალური ისტორია, ინფორმაცია  იმ  გარემოს  შესახებ  სადაც  იზრდებიან.
მიზანი:მივაწვდინოთ  ინფორმაცია  მშობლიური  სოფლის შესახებ.განუვითაროთ  ინტერესი  ცნობის და დაკვირვებულობის,კვლევის უნარი,რათა ჩამოუყალიბდეთ  მშობლიური  სოფლის  სიყვარულისა  და  გაფრთხილების  უნარი.
მოსწავლეთა  ასაკი:6-7 წლის ასაკისა.
ნაბიჯი  1:გონებრივი  იერიშით  მშობლიური  სოფლის  აღწერა
ნაბიჯი  2:თემის  არჩევა:ეძლევათ  დავალება  მოიძიონ საინტერესო ინფორმაციები მშობლებისგან,მეზობლებისგან სოფლის  შესახებ.
ნაბიჯი 3: სხვადასხვა  მოძიებული თემის  განხილვა,მოსმენა,კითხვა-პასუხი.
რესურსები:ფოტო მასალა (სოფლის ხედები) სახატავი ფანქრები,ვიდეო მასალა.
პროექტის  მსვლელობა:ჩვენი სოფელი თამაკონი მდინარე ტეხურის ნაპირზე მდებარეობს.
ძველი გადმოცემით თურმე სამურზაყანოდან გამოქცეული ყმა დადიანს შეუფარებია.დადიანისთვის დიდი სამსახური გაუწევია, რისთვისაც დადიანს იგი მიწით დაუსაჩუქრებია. მიწის არჩევა კი თვითონ ხიზანისთვის მიუნდვია ხიზანს თამაკონის მიდამოები მოსწონებია და უთქვამს:-,,თაქ  მოკო“ (აქ მინდა) ამის შემდეგ დაერქვა სოფელს თამოკო, იგივე თამაკონი.სოფელს ამშვენებს მაცხოვრის ეკლესია და ციხის ნანგრევები. სოფელი მჭიდროდ არის დასახლებული,გავრცელებულია თხილის,ჩაის დასიმინდის კულტურა.ზამთარი უმეტესწილად თბილი და მზიანია. გაზაფხული და შემოდგომა წვიმიანი.ზაფხული ზომიერად თბილი.
საგნებთან კავშირი:ისტორია,გეოგრაფია,ბუნება,ხელოვნება,რელიგია.
პროექტის ხელ-ლი:ნონა წულაია
პროექტის ხელმძ-ლის ელ-ფოსტა:nntsulaia6@jmail.com